1. ყველა საწარმოო და დამხმარე სათავსი, დანადგარი, ნაგებობა და საწყობი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით და სახანძრო ინვენტარით. ამ საშუალებების რაოდენობა და მათი შემცველობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ „სახანძრო უსაფრთხოების წესებს“.

2. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების და სახანძრო ინვენტარის ადგილმდებარეობა უნდა შეთანხმდეს საგანგებო სიტუაციებში პასუხისმგებელ სამსახურთან (ორგანოსთან).

3. ფაბრიკების მოედნებზე (ბაქნებზე) უნდა მოეწყოს საწარმოო ან სამეურნეო-სასმელ წყალსადენთან გაერთიანებული ხანძარსაწინაღო წყალსადენი. სახანძრო ჰიდრანტები უნდა განლაგდეს გზების და გადასასვლელების გასწვრივ ერთმანეთიდან არა უმეტეს 150 მ მანძილზე, შენობების კედლებიდან, სულ ცოტა, 5 მ-ის დაშორებით და გზაჯვარედინებთან ახლოს,სავალი ნაწილის პირიდან არა უმეტეს 2 მ-ის