1. მაძიებლებს უნდა ჰქონდეთ ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების თანაბარი უფლებები, ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად.
2. პირი უფლებამოსილია მიერთდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე თუ:
ა) მიწოდების პუნქტისათვის:
ა.ა) იგი არის ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი;
ა.ბ) სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი და მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეუძლებელია.
ბ) მიღების პუნქტისათვის:
ბ.ბ) მიერთება ხდება ბუნებრივი გადამზიდის მოთხოვნით.
3. მიერთების წერტილში ყველა მოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების, მოთხოვნებს.
4. მიერთების წერტილი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მექანიკური მინარევებისა და კონდენსატისგან გასუფთავება და მისი აღრიცხვა XIIIთავის შესაბამისად.
5. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მის ვებგვერდზე უნდა განათავსოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
6. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებისა და არსებული მიერთების ცვლილების სამუშაოებს ახორციელებს მხოლოდ ტრანსპორტირების ლიცენზიატი