1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი იღებს მაძიებლის ობიექტის ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების გადაწყვეტილებას განმცხადებელის მოწყობილობა-დანადგარების ბუნებრივი გაზის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო და/ან ეფექტიან და საიმედო ფუნქციონირებაზე შესაძლო გავლენის შეფასების შემდეგ.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დასაბუთებული უარი განაცხადოს მიერთებაზე ან არსებული მიერთების ცვლილებაზე, თუ:
ა) აშკარა უარყოფით გავლენას იქონიებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ეფექტიან, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებაზე ან/და ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე, გაუწიოს სათანადო მომსახურება სხვა მომხმარებლებს;
ბ) ტრანსპორტირების სისტემაზე მისაერთებელ წერტილთან უკვე არსებობს ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთება ან სხვა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს განაცხადით მოთხოვნილი პირობები (ახალი მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში).
3. იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარს განაცხადებს მიერთებაზე ან არსებული მიერთების ცვლილებაზე მან დასაბუთებული უარი განაცხადის დამტკიცებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს განმცხადებელს. პასუხი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ან/და სხვა ტექნიკურ გადაწყვეტას მოთხოვნილი მიერთების ან არსებული მიერთების ცვლილების რეალიზებისათვის.
4. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს ბუნებრივი გაზის განმცხადებლის მიერთებაზე მომავალში სიმძლავრის შესაძლო უქონლობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ნაწილის გადატვირთვის მიზეზით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მიერთებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობას, რაც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა დაადასტუროს ტექნიკური კრიტერიუმებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების მე-8 მუხლით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის განვითარების გეგმა ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის იმგვარად განვითარებას, რომ განმცხადებლისთვის შეიძლება შეთავაზებული იყოს მოცემული პერიოდისათვის არსებული მიერთების წერტილზე უფრო ახლო მიერთების წერტილი ან სისტემის განვითარების შემდეგ შესაძლებელია მოთხოვნილი მიერთების ან არსებულ მიერთებაში ცვლილების განხორციელება, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია სისტემის განვითარების და შესაბამისი ვადის შესახებ აცნობოს განმცხადებელ