1. მაძიებელმა უნდა უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული (მიერთების მის მხარეს) გაზის მოწყობილობა-დანადგარების შესაბამისობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების ნორმებთან, რათა ამ მოწყობილობებმა არ შეუქმნას საფრთხე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის შეუფერხებელ მუშაობას, ტრანსპორტირების ლიცენზიატის პერსონალსა და მის მიერ დაქირავებულ მესამე პირებს.
2. მაძიებელმა უნდა უზრუნველყოს მიერთების მის მხარეს არსებული გაზსადენების და მოწყობილობა-დანადგარების გამოყოფა (დემარკაცია) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემისგან, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერით.
3. მიერთების წერტილის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მაძიებელმა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.
4. ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების წინ აუცილებელია, მაძიებელმა ჩაატაროს მისი მოწყობილობა-დანადგარების წინასწარი ტესტირება და მისი შედეგები წარუდგინოს ტრანსპორტირების ლიცენზიატს. ტესტირების შედეგები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მაძიებლის ქსელის მზადყოფნის შესახებ და მას უნდა დაერთოს:
ა) ძირითადი მოწყობილობა-დანადგარების დაზუსტებული სპეციფიკაციები, ნახაზები და სქემები;
ბ) მაძიებლის ბუნებრივი გაზის მოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ასლები და პასუხისმგებელი პირების სია;
გ) მაძიებლის მიერ მიერთების მის მხარეს არსებული გაზსადენებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების გეგმა;
დ) მისაერთებელი ობიექტის მოწყობილობა/დანადგარების მზადყოფნის ანგარიშ