1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შექმნას და მომსახურება გაუწიოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემას. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს ამ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემის უსაფრთხო, შეუფერხებელი და უწყვეტი მუშაობა.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და რაიმე სახის დამატებითი საფასურის დაკისრების გარეშე, საშუალება უნდა მისცეს სისტემით მოსარგებლეებს, მიერთებულ სისტემებს ან/და კანონიერი ინტერესების მქონე ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ჰქონდეთ დაუბრკოლებელი წვდომა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე; ამ მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა შეიმუშავოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან წვდომის და მისი მოხმარების წესები და პირობები და გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.

3. იმ შემთხვევებში, როდესაც ელექტრონული საინფორმაციო სისტემა მიუწვდომელია სისტემური პრობლემების გამო, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის ყველა მომხმარებელს კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების შესახებ. ნებისმიერი ასეთი სისტემური პრობლემა ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა აღმოფხვრას რაც შეიძლება სწრაფად.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის წვდომა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან, მის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასთან.

5. პირები, რომელთაც გააჩნიათ წვდომა ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან, უნდა დაემორჩილონ ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ გამოქვეყნებულ წესებს და პირობებს.

6. ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან დაშვების მქონე პირებისაგან ტრანსპორტირების ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე პასუხისმგებლობა  სისტემის ხელმიუწვდომლობის ნებისმიერი შემთხვევისთვის.

7. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო და ხელმისაწვდომი გახადოს იგი სისტემის ყველა არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის