1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაანაწილოს მხოლოდ ოდორიზებული ბუნებრივი გაზი.
2. გამცემი ურთიერთდაკავშირებული სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაკავშირების წერტილში ბუნებრივი გაზის შესაბამის დაკავშირების ხელშეკრულებაში განსაზღვრული წნევით მიწოდებაზე. ამავდროულად, მიწოდების წნევა არ უნდა აჭარბებდეს დადგენილი ტექნიკური წნევის ლიმიტებს.
3. გამონაკლის შემთხვევებში, და როდესაც აღნიშნული საჭიროა საცალო მომხმარებლების გაზით მომარაგების უზრუნველყოფისთვის, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავშირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალურ მისაწოდებელ წნევაზე უფრო მაღალი წნევის გაზის მიღება. ამ შემთხვევაში, დაკავშირებული სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ მიაწოდოს ბუნებრივი გაზი მოთხოვნილი წნევით. აღნიშნული შემთხვევის გონივრული ალბათობის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისმა დაკავშირებული სისტემის ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ მისი გათვალისწინება ქსელის განვითარების დაგეგმვის დრო