1. საცალო მომხმარებელი ვალდებულია:

ა) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მისი შიდა ქსელის (მათ შორის, გაზსადენების სისტემისა და გაზის მომხმარებელი დანადგარების) უსაფრთხო ექსპლუატაცია და საჭიროების შემთხვევაში მისი რეკონსტრუქცია/ცვლილება განახორციელოს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიციური პირების მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ბ) მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბუნებრივი გაზის დანადგარებით სარგებლობამ არ შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დააზიანოს საკუთრება, არ გამოიწვიოს გამანაწილებელი ქსელის ან მისი შემადგენელი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლა და არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა სხვა მომხმარებლების ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე.

2. საცალო მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის დაშვება აღრიცხვის კვანძთან, რამდენადაც ეს აუცილებელია მისი მოწყობისთვის, სარგებლობისთვის, ექსპლუატაციისთვის და ექსპლუატაციიდან გამოყვანისთვის (დემონტაჟისთვის).

3. აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ხელმისაწვდომი განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის. თუ განაწილების ლიცენზიატი მოითხოვს დაშვებას წინასწარ, გონივრულ ვადებში, საცალო მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს ლიცენზიატის უფლებამოსილი პერსონალის დაშვება მიერთების მოწყობილობების მონტაჟის, მისი სარგებლობის, ექსპლუატაციის და დემონტაჟის მიზნით, ასევე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და შეზღუდვის ღონისძიებების ჩასატარებლად. გარდაუვალი საფრთხის არსებობისას, განაწილების ლიცენზიატს უნდა მიეცეს ობიექტზე დაშვების შესაძლებლობა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების მოთხოვნის გარეშე.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია სამუშაოების განხორციელებისას სიფრთხილით მოეკიდოს მესამე პირთა ქონებას.

5. საცალო მომხმარებელს, თავად ან სხვა პირის მეშვეობით, უფლება არ აქვს ზემოქმედება მოახდინოს განაწილების ლიცენზიატის საკუთრებაზე.

6. საცალო მომხმარებელი ვალდებულია შეატყობინოს განაწილების ლიცენზიატს ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას.

7. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან ჩახსნის (მიერთების გაუქმების) მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხსნას მომხმარებლის ტერიტორიაზე განთავსებული მისი კუთვნილი მოწყობილობები ან მომხმარებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დატოვოს იგი არსებულ მდგომარეობაში მომდევნო 1 წლის განმავლობაშ