1. სისტემით მოსარგებლეებს უნდა მიეცეთ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან წვდომის უფლება.
2. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მომხმარებლები ვალდებული არიან დაემორჩილონ მასთან წვდომის წესებსა და პირობებს. ელექტრონული საინფორმაციო სისტემით სარგებლობა შესაძლებელია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ შესაბამისი მომხმარებლის სახელის (ID-ის) და პაროლის მინიჭების შემდეგ.
3. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მომხმარებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული საინფორმაციო სისტემის არასათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია შესაბამის მომხმარებელს დააკისროს ნებისმიერი ის ხარჯი, რომლის გაწევაც ტრანსპორტირების ლიცენზიატს ასეთი არასათანადო გამოყენების შედეგად მოუწევს. ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა არასათანადო გამოყენების შემთხვევის აღსაკვეთად. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია ელექტრონული საინფორმაციო სისტემის არასათანადოდ გამოყენების შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს ან მომხმარებლებს დროებით სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემასთან წვდომა, რა პერიოდშიც უნდა განუსაზღვროს ალტერნატიული საშუალება ამ წესებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის.
კარი III
ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელის წესებითავი XVI
განაწილების ლიცენზიატის მომსახურებები და ვალდებულე