1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში მონაცემები გამოაქვეყნოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონულად რედაქტირებად ფორმატში.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფდეს წვდომის განსხვავებულ დონეებს მისი სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისათვის.
3. ელექტრონული საინფორმაციო სისტემით შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ სისტემით მოსარგებლეთათვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება, რათა მათ შეძლონ საკუთარი საქმიანობის განხორციელება კანონისა და ამ წესების შესაბამისად.
4. ელექტრონული საინფორმაციო სისტემა აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით ყველა ფუნქციას, რომელიც ტრანსპორტირების ლიცენზიატს მისცემს ამ წესებით მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა