1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს აღრიცხვის მონაცემების დადასტურება (გადამოწმების ღონისძიებების ჩატარება), რაც გულისხმობს გაზომვის მონაცემების დაზუსტებას.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უზრუნველყოფს აღრიცხვის მონაცემების დადასტურებას პრიორიტეტულობის მიხედვით. თანაბარი პრიორიტეტულობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ მონაცემების დადასტურებას, რომელზეც ბოლო 12 თვეში ფიქსირდება მოხმარების შემცირება.

3. აღრიცხვის მონაცემების სისრულისა და დიაგნოსტიკური შეტყობინების (შეტყობინება რომლის საფუძველზეც ეჭვქვეშ დგება მონაცემების სისწორე) არარსებობის დროს, გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით უნდა მოხდეს გაზომილი მონაცემების ავტომატური დადასტურება.

4. თუ გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელია გაზომვის მონაცემების ავტომატური დადასტურება, შეიძლება გამოყენებული იყოს ნახევრად ავტომატიზებული დადასტურება.

5. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც აჯამებს საანგარიშო თვის თითოეული დღისთვის განმავლობაში დადასტურებულ გაზომვის მონაცემებს, თითოეული აღრიცხვის კვანძისთვის.

6. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მიერთებულ სუბიექტებს უნდა წარუდგინოს პირველადი გაზომვის მონაცემები ყოველდღიურად და აღრიცხვის ანგარიში ყოველთვიურა