1. აღრიცხვის კვანძის შემადგენელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. აღრიცხვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული გაზომვის მოწყობილობ(ებ)ის საშუალებით.

3. ბუნებრივი გაზის ოდენობის (სტ.მ³) და თბოუნარიანობის გაზომვა უნდა განხორციელდეს სტანდარტულ პირობებისთვის. ამ მიზნებისთვის ტემპერატურის და წნევის სტანდარტული მნიშვნელობებია 20°C ტემპერატურა და 0.101325 მგპა წნევა