1. აღრიცხვის კვანძის დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და კონტროლი ევალება ტრანსპორტირების ლიცენზიატს.
2. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გაზომვის მონაცემების აღება, შეგროვება და დადასტურება გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის საშუალებით.
3. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შექმნას გაზომვის მოწყობილობების მონაცემთა ბაზა და განახორციელოს მისი მართვა. მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გაზომვის მოწყობილობების დასახელებას, ტიპს/მოდიფიკაციას, საქარხნო ნომერს, სიზუსტის კლასსა და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გაზომვის თითოეული მოწყობილობის მონტაჟის თარიღს;
გ) გაზომვის თითოეული მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიღების/გაშვების თარიღსა და შესაბამის დოკუმენტებს;
დ) იმ მიერთებული სუბიექტის დასახელებას, რომლის ანგარიშსწორებაშიც მონაწილეობს აღნიშნული გაზომვის მოწყობილობა;
ე) გაზომვის თითოეული მოწყობილობის დაზიანების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ისტორიას;
ვ) შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემულ გაზომვის მოწყობილობების ყველა დამოწმების დამადასტურებელ დოკუმენტს;
ზ) გაზომვის მოწყობილობების შემოწმების აქტებს.
4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს გაზომვის ელექტრონული ან მატერიალური ჩანაწერები.
5. ყველა ოპერაცია, რომელიც გავლენას ახდენს გაზომვის მონაცემებზე, უნდა განხორციელდეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
6. აღრიცხვის კვანძის ან მისი ნაწილის დემონტაჟის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეინახოს აღნიშნული კვანძის კალიბრაციის სერტიფიკატები სულ მცირე 1 წლის განმავლობაში. შესაბამისი მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა, 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიაწოდოს მათ ზემოაღნიშნული დოკუმენტებ