1. ავარიების უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, საგანგებო რეაგირებისა და უსაფრთხოების შიდა პროცედურების შესაბამისად მოახდინოს მყისიერი რეაგირება.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა,  მის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნოს ინფორმაცია ნებისმიერ ავარიასთან დაკავშირებით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ავარიის ზოგად აღწერილობას და მისი აღმოფხვრის სავარაუდო დროს. ავარიის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს გონივრული პერიოდულობით.

3. ავარიის აღმოფხვრიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა კომისიას უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) ავარიისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღწერას;

ბ) ტრანსპორტირების ლიცენზიატისა და სხვა მხარეების მიერ ავარიის აღმოფხვრის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს;

გ) ავარიის დროს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შეფასებას;

დ) ავარიის შედეგად დაკარგული ბუნებრივი გაზის რაოდენობის შეფასებას;

ე) ავარიის აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ტრანსპორტირების ლიცენზიატის ფინანსური ვალდებულებების შეფასება