1. ყოველი წლის 1 მაისამდე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ტრანსპორტირების სისტემაში საოპერაციო გაზის ანაზღაურების გეგმა მომავალი წლისათვის.
2. საოპერაციო გაზის ანაზღაურების გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ტრანსპორტირების სისტემაში საოპერაციო გაზის გამოთვლის მეთოდს;
ბ) მომავალ წელს საოპერაციო გაზის ანაზღაურებისთვის საჭირო ბუნებრივი გაზის ოდენობის პროგნოზს;
გ) საოპერაციო გაზის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესსა და ხელშეკრულების შესახებ დეტალებს (სულ მცირე ინფორმაციას ხელშეკრულების ხანგრძლივობისა და ბუნებრივი გაზის მაქსიმალური ოდენობის მოთხოვნის შესახებ).
3. საოპერაციო გაზის ანაზღაურების გეგმის შემუშავებისას ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი ისტორიული მონაცემები, საერთაშორისო გამოცდილება და მეთოდოლოგია საოპერაციო გაზის შეფასებასთან, ტრანსპორტირების სისტემის ცალკეული ტიპის მოწყობილობის დანაკარგების კოეფიციენტების ან სისტემის მუშაობისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული გეგმის შემუშავებისას ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკური მომსახურების გეგმების გავლენ