1. საოპერაციო გაზი არის ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც წარმოადგენს შემდეგი კომპონენტების ჯამს:

ა) ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელიც გამოიყენება ტრანსპორტირების სისტემის ოპერირებისათვის (ბუნებრივი გაზის საკუთარი მოხმარება);

ბ) ბუნებრივი გაზის ოდენობა რომელიც დაიკარგა ტრანსპორტირების სისტემის ოპერირებისას (ბუნებრივი გაზის დანაკარგები სისტემაში).

2. საოპერაციო გაზის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება ტრანსპორტირების ლიცენზიატს. საოპერაციო გაზის ანაზღაურების მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემაში ბუნებრივი გაზის მიღება არ განიხილება დამაბალანსებელ ქმედებად.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საოპერაციო გაზის საჭიროების  შემცირებისათვის.

4. საოპერაციო გაზის შესყიდვის ხარჯი წარმოადგენს მის ძირითად მომსახურებასთან (ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან) პირდაპირ დაკავშირებულ ხარჯს და მისი ანაზღაურება უნდა მოხდეს შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვი