1. ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მიღების და მიწოდების პუნქტების მაქსიმალურ ტექნიკურ სიმძლავრეზე, შეძლებისდაგვარად უნდა დაიგეგმოს და განხორციელოს ყოველი წლის მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი წლის 15 ნოემბრისა, მოამზადოს და მის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სულ მცირე ყოველთვიურად გაწერილი მომდევნო წლის ტექნიკური მომსახურების გეგმა. აღნიშნული გეგმა მოიცავს დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩამონათვალს, მათი განხორციელების განსაზღვრულ ვადებსა და ტრანსპორტირების სისტემის გამტარუნარიანობაზე გავლენის სავარაუდო გაანგარიშებას. ტექნიკური მომსახურების წლიური გეგმა არის საორიენტაციო და არასავალდებულო.

3. ტექნიკური მომსახურების წლიური გეგმის განახლება ხდება არაუგვიანეს შესაბამისი წლის 15 აპრილისა. განახლებული წლიური ტექნიკური მომსახურების გეგმა არის საორიენტაციო და არასავალდებულო.

4. ყოველი თვის დაწყებამდე 5 (ხუთი)  დღით ადრე, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ამზადებს და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ტექნიკური მომსახურების ყოველთვიურ გეგმას. აღნიშნული გეგმა მოიცავს თვის განმავლობაში განსახორციელებელი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩამონათვალს, მათი დაწყებისა და დასრულების ვადებს, სისტემის იმ ნაწილს, რომელზეც აღნიშნული სამუშაოები იქონიებს ზეგავლენას და მოსალოდნელ ზეგავლენას ტრანსპორტირების სისტემაში ხელმისაწვდომ ოდენობებზე. ყოველთვიური ტექნიკური მომსახურების გეგმა არის საორიენტაციო და არასავალდებულო.

5. თუ ტექნიკური მომსახურება ორი ან მეტი დღის განმავლობაში მოახდენს ზეგავლენას  მიღების ან მიწოდების პუნქტების გამტარუნარიანობაზე, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე სულ მცირე 5 (ხუთი) დღით ადრე უნდა აცნობოს კომისიას.

6. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა განახორციელოს ყველა შესაძლო ქმედება, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ტექნიკური მომსახურების სისტემით მოსარგებლეებსა და მომხმარებლებზე ზეგავლენა.

7. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, აუცილებელი სამუშაოების სახეობისა და შედეგების, ასევე მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დაწყებამდე, სულ მცირე ერთი თვით ადრე, წერილობით მიაწოდოს სისტემით მოსარგებლეებსა და იმ მიერთებულ სუბიექტებს, რომლებზეც ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული სამუშაოები (პირველი შეტყობინება). ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, წერილობით, განმეორებით აცნობოს სისტემით მოსარგებლეებსა და მიერთებულ სუბიექტებს დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესახებ სამუშაოების დაწყებამდე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე (მეორე შეტყობინება