1. აღრიცხვის კვანძის დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და კონტროლი ევალება სისტემის ოპერატორს.
2. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს გაზომვის მონაცემების აღება, შეგროვება და დადასტურება.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შექმნას გაზომვის მოწყობილობების მონაცემთა ბაზა და განახორციელოს მისი მართვა. მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გაზომვის მოწყობილობების დასახელებას, ტიპს/მოდიფიკაციას, საქარხნო ნომერს, სიზუსტის კლასსა და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გაზომვის თითოეული მოწყობილობის მონტაჟის თარიღს;
გ) გაზომვის თითოეული მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიღების/გაშვების თარიღსა და შესაბამის დოკუმენტებს;
დ) იმ მიერთებული ობიექტის დასახელებას, რომლის ანგარიშსწორებაშიც მონაწილეობს აღნიშნული გაზომვის მოწყობილობა;
ე) გაზომვის თითოეული მოწყობილობის დაზიანების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ისტორიას;
ვ) შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემულ გაზომვის მოწყობილობების ყველა დამოწმების დამადასტურებელ დოკუმენტს;
ზ) გაზომვის მოწყობილობების შემოწმების აქტებს.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეინახოს გაზომვის ელექტრონული ან მატერიალური ჩანაწერები.
5. ყველა ოპერაცია, რომელიც გავლენას ახდენს გაზომვის მონაცემებზე, უნდა განხორციელდეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
6. აღრიცხვის კვანძის ან მისი ნაწილის დემონტაჟის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეინახოს აღნიშნული კვანძის კალიბრაციის სერტიფიკატები სულ მცირე 1 წლის განმავლობაში. შესაბამისი მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა, 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიაწოდოს მათ ზემოაღნიშნული დოკუმენტებ