1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, 22-ე მუხლით და წესებით გათვალისწინებული სხვა მომსახურების პირობა და ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს წესებთან.
2. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლები, რომლებსაც აღრიცხვის კვანძი (რომელიც გამოიყენება ანგარიშსწორებისთვის), საკუთრებაში ჰქონდათ წესების ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღნიშნული აღრიცხვის კვანძი მფლბელობაში გადასცენ სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული პირობით, შესთავაზოს მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება და განუსაზღვროს მათ გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. ამასთანავე, მათ აღრიცხვის კვანძის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის კვანძთან. ამ პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით:
ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2022 წლის 1 ოქტომბრამდე, კომისიას წარუდგინოს იმ მომხმარებელთა სია, რომელთა საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძი, არ არის სისტემის ოპერატორის მფლობელობაში (წერილობითი ფორმის დაცვით) და გამოიყენება მომხმარებელთან ანგარიშსწორებისთვის;
ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2022 წლის 1 ნოემბრამდე, შესთავაზოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება მათ საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძების სისტემის ოპერატორისთვის მფლობელობაში გადაცემის შესახებ;
გ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეწყვიტოს იმ მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების მიუხედავად, ექსპლუატაციას უწევს მათ საკუთრებაში არსებულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადის გასვლიდან, დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრისა და ამ დამატებითი ვადის გასვლის შემთხვევაში, მომარაგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების შემდეგ.
3. წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სისტემის ოპერატორს განესაზღვროს ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე, სისტემის ოპერატორებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მომსახურების ცენტრების შესახებ, სადაც ახორციელებენ განაწილების საქმიანობას, ხოლო არაუგვიანეს 2023 წლის პირველ იანვრამდე კი – წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულებისთვის საჭირო, შემუშავებული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად.
4. სისტემის ოპერატორს, დროებითი მიერთებისა და მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქციის სტანდარტული პირობების და მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესახებ, წესების მე-20 მუხლის მე-4 – მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტებით, ასევე 23-ე მუხლის მე-3-მე-5 განსაზღვრული პირობების დანერგვისთვის ვადა განესაზღვროს 2023 წლის 1 იანვრამდე.
5. სისტემის ოპერატორებს, არსებული ბაზების მოდიფიცირებისა და წესების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით, განესაზღვროთ ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე.
6. მიმწოდებელი ვალდებულია, 2022 წლის 1 ოქტომბრამდე დააკმაყოფილოს 39-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ერთ-ერთი მოთხოვნა, იმ სისტემის ოპერატორთან მიმართებაში, ვის სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებელზეც ახდენს ბუნებრივი გაზის მიწოდებას. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე, კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით, მიწოდების საქმიანობის (სისტემის ოპერატორის არეალის მიხედვით), ამ არეალში განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის და ამ მომსახურების ანგარიშსწორების სისტემის ოპერატორთან არსებული მომსახურების პირობის შესახებ.
7. პირდაპირი მომხმარებელი ან ობიექტი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა პირდაპირი მომხმარებლის ქსელიდან და არ ჯდება მსხვილი მომხმარებლის კატეგორიაში, ამ წესების ამოქმედების შემდეგ ითვლება განაწილების სისტემის ოპერატორის აბონენტად (განაწილების საქმიანობის არეალის შესაბამისად), მიუხედავად იმისა, თუ ვის კუთვნილი ქსელიდან მარაგდება ეს ობიექტი.
8. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოახდინოს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პირების აღრიცხვის კვანძის მფლობელობაში გადატანა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების და პროცედურების შესაბამისად.
დანართი №1
გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური
1. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება მოთხოვნილი სიმძლავრისა და მისაერთებელი ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით:
ა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური:
მომხმარებლის წნევის საფეხური
სიმძლავრე
კუბ.მ/სთ
ახალი მომხმარებლის
გამანაწილებელ ქსელთან
მიერთების ვადა (სამუშაო დღე)
ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით
(ლარი)
თვითმმართველ ქალაქებში
სხვა მუნიციპალიტეტებში
დაბალი წნევა
0-6
60
800
400
6-დან -10
60
2,000
1,800
10-დან -16
60
3,000
2,800
16-დან -25
65
3,200
3,000
25-დან -40
65
3,800
3,500
40-დან -65
65
12,000
11,500
65-დან -100
70
13,000
12,500
ბ) 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით განწილვადების შემთხვევაში, მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით;
გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, თითოეული ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე წესების დანართი №2-ით განსაზღვრული საფასურის (შეთავაზებული პაკეტის საფასურის) დამატებით;
დ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა შეადგენს 70 სამუშაო დღეს.
დანართი №2
მშენებლობის ტექნიკურიზე დამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა
და შეჭრის საფასური
1. მშენებლობის ტექნიკურიზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური:
მომხმარებლის წნევის საფეხური
სიმძლავრე, კუბ.მ/სთ
აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და
შეჭრის
ვადა
(სამუშაო
დღე)
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის
აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და
შეჭრის საფასური
(ლარი, დღგ-ის ჩათვლით)
დაბალი წნევა
0-6
10
300
6 დან -10
10
450
10 დან -16
10
750
16 დან -25
10
900
25 დან -40
10
1400
40 დან -65
10
8300
65 დან -100
10
9000
საშუალო წნევა
0 -100
15
14000
100 დან -160
20
14250
160 დან -250
20
14500
250 დან -400
20
15000
400 დან –650
20
17000
650 დან -1000
20
17500
1000 დან –1600
20
18000
1600 დან -2600
20
20000
2600 დან -4000
20
23000
4000 დან -6400
20
25000
2. თუ აღრიცხვის კვანძი ითვალისწინებს 0-6 კუბ.მ/სთ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური შეადგენს 800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).
3. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურით ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, წინამდებარე დანართით დადგენილი საფასური მოიცავს საერთო ფართის ქსელისა და აღრიცხვის კვანძის ან 0-6 კუბ.მ/სთ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას.“.
დანართი №3
შესაბამისობის აქტი N 1
(მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის შესახებ)
აქტის შედგენის თარიღი ---/----------/-----
1. ინფორმაცია მომხმარებელზე:
1.1. აბონენტის ნომერი: -----------------------------------------
1.2. სახელი: ----------------------- გვარი: ------------------- პირადი N:-----------------
1.2.1. იურიდიული პირის შემთხვევაში: საიდენტიფიკაციო კოდი: -------------------
სახელწოდება: ----------------------------------------------
1.3. ტელეფონის ნომერი: ---------------------------------------
1.4. მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------
1.5. საკადასტრო კოდი: -----------------------------------------
1.6. მოხმარების მიზანი: ☐
საყოფაცოხვრებო; ☐
არასაყოფაცხოვრებო.
2. ინფორმაცია აქტის შემდგენზე:
2.1. საიდენტიფიკაციო კოდი:----------------------------------
2.2. სახელწოდება: -------------------------------------------------------------------------
2.3. მისამართი:-----------------------------------------------------------------------------
2.4. აკრედიტაციის მოწმობის ნომერი და მოქმედების ვადა: ------------------------
2.5. აქტის შემდგენი ფიზიკური პირის სახლი: ----------------- გვარი:--------------
2.6. პირადი ნომერი: -----------------------------
2.7. თანამდებობა: --------------------------------------------------------------------------
2.8. კვალიფიკაცია: ------------------------------------------------------------------------
2.9. ტელეფონის ნომერი: --------------------------------------------------------
3. ინფორმაცია შიდა ქსელის შესახებ:
3.1. საკვამლე-სავენტილაციო არხების მოწყობის პირობები და აღწერილობა:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.2. ინფორმაცია გამოყენებულ მასალებზე
ინფორმაცია შემსრულებელზე
N
გამოყენებული მასალები და მისი ტიპები
მწარმოებელი
სიგრძე მ.
დიამეტრი
შედუღება / შეერთების მეთოდები
დანიშნულება
საექსპლუატაციო დათვალიერების პერიოდულობა
ვარგისიანობა-ექსპლუატაციის ვადები (მათ შორის სიმტკიცეზე გამოცდის ვადები)
იურიდიული პირი
ფიზიკური პირი
სახელწოდება
საიდენტ. N
სახელი/გვარი
პირადი N / ტელეფონი N
კვალიფიკაცია
3.3. ინფორმაცია შიდა ქსელზე არსებულ დანადგარებზე
ინფორმაცია შემსრულებელზე
N
დამონტაჟებული გაზსადენი
მწარმოებელი
გაზდანადგარის მონტაჟის ადგილი
დანადგარის სიმძლავრე
დანიშნულება
ვარგისიანობა-ექსპლუატაციის ვადები
საექსპლუატაციო დათვალიერების პერიოდულობა
იურიდიული პირი
ფიზიკური პირი
სახელწოდება
საიდენტ. N
სახელი/გვარი
პირადი N / ტელეფონი N
კვალიფიკაცი
ა
3.4. გაზის მოწყობილობებისათვის ბუნებრივი გაზის მოხმარების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა (მ3/სთ)
მინიმალური: -------- მაქსიმალური: --------
3.5. სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე შიდა ქსელის შემოწმების შედეგები:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. მომხმარებლის შიდა ქსელი მზად არის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის:
დიახ ☐
; არა ☐
(არას მონიშვნის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მიზეზი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. თანდართული დოკუმენტაცია:
5.1. შიდა ქსელის საინჟინრო დოკუმენტაცია (ნახაზი) ☐ /პროექტი (საჭიროების შემთხვევაში) ☐
5.2. შესაბამისობის აქტის შემდგენი პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ☐
5.3. გაზის მოწყობილობების წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ☐ ან შესაბამისობის სერტიფიკატი ☐
5.4. გაზის ხელსაწყოების/დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო ტექნიკური მონაცემების ამსახველი დოკუმენტაცია/პასპორტი☐ რაოდენობა:_______;
5.5. შიდა ქსელის მოწყობის/მოდიფიცირების სამუშაოების შემსრულებელი ფიზიკური პირების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ☐ რაოდენობა:_______;
6. აქტის შედგენის შემდეგ ჩატარებული სამუშაოები2:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. დამატებითი ინფორმაცია:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აქტის შემდგენი პირის ხელმოწერა: -----------------------------------------------
მომხმარებლის ხელმოწერა: ---------------------------------------------------------
1 ფორმიდან მონაცემების ამოღება დაუშვებელია. აქტის შემდგენი უფლებამოსილია საჭიროებისამებრ ფორმას დაამატოს ახალი ველები და ინფორმაცია.
2 აღნიშნული ველი ივსება შიდა ქსელის არაარსებითი ცვლილების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ბუნებრივი გაზის მილსადენის ნაწილის შეცვლას ან განახლებას, ახალი ან გარემონტებული გაზდანადგარის მიერთებას, საავარიო სამუშაოებს ან/და გაზდანადგარის შეკეთებას.
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძეკომისიის წევრიმაია მელიქიძეკომისიის წევრიგიორგი ფანგანისაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმან