1. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განახორციელოს აღრიცხვის კვანძის გეგმური და საკონტროლო შემოწმება მისი სტრუქტურული გამართულობისა (ვიზუალურად) ან/და გაზომვის მოწყობილობების სწორად ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. შემოწმების შემდეგ უნდა შედგეს შესაბამისი შემოწმების აქტი.
2. აღრიცხვის კვანძების შემოწმება ასევე შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე.
3. აღრიცხვის კვანძის ვიზუალური შემოწმებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:
ა) გაზომვის მოწყობილობების ვიზუალური დათვალიერება;
ბ) გაზომვის მოწყობილობების მთლიანობის შემოწმება;
გ) გაზომვის მოწყობილობების და მომჭერების ხუფზე ლუქების მთლიანობის შემოწმება;
დ) გაზომვის მოწყობილობების მიერთების სქემის შემოწმება;
ე) გაზომვის მოწყობილობების პასპორტის არსებობის შემოწმება.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს აღრიცხვის კვანძის და მათში დამონტაჟებული მოწყობილობის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება სულ მცირე შემდეგი მეთოდებით:
ა) ადგილზე ვიზუალური შემოწმება;
ბ) მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობის არსებითი ცვლილებების შემოწმება სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით;
გ) საშუალო და მაღალი წნევის მრიცხველებისთვის:
გ.ა) ავტომატიზებული გაზომვის შემოწმება, ავტომატიზებული გაზომვებისა და დროთა განმავლობაში გეგმიური (ვიზუალური წაკითხვით აღებული) გაზომვების მონაცემების შედარებით (არსებობის შემთხვევაში);
გ.ბ) გაზომვის საშუალებით გამოვლენილი დიაგნოსტიკური შეტყობინებების ანალიზი;
გ.გ) აშკარა შეფერხების დადგენის მიზნით, მრიცხველის გამტარუნარიანობის შემოწმება;
გ.დ) წნევისა და ტემპერატურის მნიშვნელობების მყისიერი შემოწმება, კონტროლისა და სარეზერვო მოწყობილობების მიერ გაზომილ მნიშვნელობებთან შედარება.
5. განაწილების სისტემაზე მიერთებული სუბიექტი, თუ ფლობს ინფორმაციას გაზომვის მოწყობილობის დაზიანების შესახებ, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ სისტემის ოპერატორს.
6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აღრიცხვის კვანძის შემოწმება განახორციელოს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაინტერესებულ მხარეებს შეატყობინოს შემოწმების ადგილი და დრო. დაინტერესებულ პირთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სისტემის ოპერატორს, რომ განახორციელოს შემოწმებ