1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს განვითარების გეგმით გათვალისწინებული თითოეული პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკებისა და მათი ბიუჯეტის ეფექტიანად შესრულება.
2. განვითარების გეგმის პროექტთან ერთად სისტემის ოპერატორმა კომისიას უნდა წარუდგინოს მოცემული დროისთვის შეთანხმებული გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის წლიური ანგარიში. სისტემის ოპერატორმა უნდა დაასაბუთოს ბიუჯეტში და გეგმა-გრაფიკში არსებული გადახვევები, შეაფასოს მათი ზეგავლენა და აღწეროს მათი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით გატარებული ზომები.