1. დაკავშირებული სისტემების ურთიერთკავშირების, ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, დაკავშირებული სისტემების ოპერატორებმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულებები (დაკავშირების ხელშეკრულება).

2. დაკავშირების ხელშეკრულება სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) ბუნებრივი გაზის ნაკადის კონტროლის წესებს;

ბ) ბუნებრივი გაზის ოდენობის ნომინაციის და მიკუთვნების პროცესის წესებს;

გ) ფორსმაჟორულ შემთხვევებში კომუნიკაციების პროცედურებს;

დ) საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაციას;

ე) მონაცემთა გაცვლის პირობებს;

ვ) ავარიულ სიტუაციებში გაზის ნაკადის შეწყვეტის/შეზღუდვის და კომუნიკაციის საკითხებს.

3. დაკავშირების ხელშეკრულება უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად და ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე დაკავშირებული სისტემის ოპერატორის მიე