1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშაოს გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმა. განვითარების გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გამანაწილებელი ქსელის იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაუმჯობესდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
2. საინვესტიციო პროექტების განსაზღვრის მიზნით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაეყრდნოს დასაბუთებულ დაშვებებს სამომავლო მიერთებებთან, ბუნებრივი გაზის წლიურ მოხმარებასთან, პიკურ საათობრივ მოხმარებასა და სხვა შესაბამის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დაშვება უნდა:
ა) იყოს სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკასთან შესაბამისობაში;
ბ) იყოს განსაზღვრული სულ მცირე ამ მუხლის პირველი პუნქტში მოცემული პერიოდის თითოეულ წელზე;
გ) განსხვავდებოდეს მომხმარებელთა სულ მცირე ისეთი ჯგუფების მიხედვით, როგორიცაა: საყოფაცხოვრებო მომხმარებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები, ავტოგაზგასამართი სადგურები და სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები.
4. გამანწილებელი სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ მასთან დაკავშირებული სისტემების ოპერატორებთან, მათი ქსელის განვითარების გეგმების თანხვედრის უზრუნველყოფის მიზნით.
5. განვითარების გეგმების შინაარსი, მიზნები, კომისიაში წარდგენისა და კომისიის მიერ მათი განხილვის წესი და ვადები განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესით.
6. კომისიასთან შეთანხმებული განვითარების გეგმა უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზ