1. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.

2. წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).

3. აქტს სისტემის ოპერატორის  მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.

4. აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;

ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; აბონენტის ნომერი და რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება იურიდიული პირის შემთხვევაში); საკითხის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები.

5. აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენელი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას). ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად.

6. აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები. იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.

7. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების  მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.

8. მომხმარებლის მიერ წესებით  ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;

ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი;

გ) მომხმარებლის ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);

დ) მომხმარებლის კუთვნილი გაზდანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში);

ე) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა – უკანონო მოხმარების შემთხვევაში;

ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.

9. ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ბუნებრივი გაზის მრიცხველის კორექტორის პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა);

გ) დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი და მრიცხველის მაკორექტირებელი ხელსაწყოს მონაცემები (დასახელება და საქარხნო ნომერი);

დ) კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში);

ე) გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ მონაცემები;

ვ) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

10. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის (მრიცხველების) ტიპი (ნომინალის მითითებით) ტექნიკური მახასიათებლები (გაზომვის დიაპაზონი), საქარხნო (საინვენტარიზაციო) ნომერი, დამზადების (გამოშვების) წელი და ჩვენება;

ბ) არსებული კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში);

გ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები ბრჯენების დადების ადგილის მითითებით; მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ბრჯენის მთლიანობისა და აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობის (მთლიანობის) შესახებ;

დ) მრიცხველის მოხსნამდე და დაყენების შემდეგ გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ;

ე) მრიცხველის მოხსნისა და დალუქვის შემთხვევაში – ბრჯენის ნომერი, რომლითაც დაილუქა მოხსნილი მრიცხველი ცალკე პაკეტში;

ვ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ბუნებრივი გაზის მრიცხველი;

ზ) მრიცხველის მოხსნისა და დროებითი მრიცხველის არდაყენების შემთხვევაში მრიცხველის გარეშე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვაზე მომხმარებლის თანხმობის, უარის ან თანხმობის არარსებობის შესახებ;

თ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც ჩატარდება შემოწმება (ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში);

ი) მრიცხველის მოხსნამდე და მისი დამონტაჟების შემდეგ აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

11. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებულ უნდა იქნეს დაინტერესებული პირების  ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მრიცხველი შესამოწმებლად სისტემის ოპერატორის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.

12. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.

13. ბუნებრივი გაზის ორი ან მეტი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე.

14. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.

15. მატერიალური აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – სისტემის ოპერატორს; ხოლო ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, მატერიალური აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში ბუნებრივი გაზის მრიცხველთან ერთად.

16. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.

17. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა  მომხმარებელთან), ხოლო დარიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში – დავის დასრულებამდ