1. აღრიცხვის კვანძი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი მოწყობილობებით:
ა) დაბალი წნევის აღრიცხვის კვანძები:
ა.ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველით;
ბ) საშუალო და მაღალი წნევის აღრიცხვის კვანძები:
ბ.ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველით;
ბ.ბ) გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობით (მოცულობის ელექტრონული კორექტორით);
ბ.გ) ტელემეტრიის საშუალებებით (მხოლოდ მსხვილი მომხმარებლებისთვის).
2. გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი ელექტროენერგიის წყაროთი.
3. გაზომვის მონაცემების განახლება გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობაში უნდა განხორციელდეს ავტომატურად, ქრომატოგრაფიდან უწყვეტად მიღებული მონაცემებით (არსებობის შემთხვევაში) ან სისტემის ოპერატორის მიერ, წინასწარ დადგენილი ინტერვალებით, შესაბამისი მხარის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს საათური გაზომვის მონაცემების არანაკლებ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში შენახვის ფუნქცია (მონაცემთა რეგისტრატორში).
5. ბუნებრივი გაზის ოდენობის განსაზღვრისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი გაზომვის მეთოდები და შესაბამისი მოწყობილობები:
ა) დაბალი წნევის აღრიცხვის კვანძებისთვის – ატმოსფერული წნევით კორექტირების მეთოდი, რომელიც გულისხმობს მრიცხველიდან აღებული მოცულობის გადამრავლებას წნევით კორექტირების კოეფიციენტზე (PK) (აღნიშნული კოეფიციენტი კომისიის გადაწყვეტილებით მტკიცდება თითოეული დასახლებული პუნქტისთვის).
Vსტ = Vმ * PK
ხოლო
K=( Pატმ+ Pმ)/0.101325
სადაც:
Vსტ – მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის, სტ.მ³;
Vმ – მრიცხველიდან წაკითხული ოდენობა, მ³;
Pმ – მრიცხველში გასული ბუნებრივი გაზის ჭარბი წნევა მგპა,Pატმ – მრიცხველის განთავსების ადგილას ატმოსფერული წნევის საშუალო წლიური მნიშვნელობა, მგპა.
ბ) საშუალო და მაღალი წნევის აღრიცხვის კვანძებისთვის:
ბ.ა) წნევის, ტემპერატურის და კუმშვადობის კოეფიციენტის (ptz) მეთოდის (მოცულობითი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს გაზის მოცულობით მრიცხველს, ტემპერატურის გადამწოდს, წნევის გადამწოდს და მოცულობის ელექტრონულ კორექტორს;
ბ.ბ) სიმკვრივის მეთოდის (მოცულობითი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს გაზის მოცულობით მრიცხველს, საოპერაციო პირობებისთვის სიმკვრივის გამზომ უჯრედს, სტანდარტული პირობებისთვის სიმკვრივის გამზომ უჯრედს და მოცულობის ელექტრონულ კორექტორს.
6. საშუალო და მაღალი წნევის აღრიცხვის კვანძის მახასიათებლების განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ავტომატიზებული და გააჩნდეს ელექტრონული მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები (გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობები), რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ბოლო ერთი თვის საათური და დღიური მონაცემების შენახვას.
ბ) მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში საათური და დღიური აღრიცხვის მონაცემები ტელემეტრიის საშუალებით უნდა იგზავნებოდეს აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში;
გ) თუ გამზომი მოწყობილობა მაქსიმალური ნაკადით (Qmax) ვერ ახერხებს მინიმალური ხარჯების განსაზღვრას (სეზონური გავლენის გამო) აუცილებელია მოეწყოს დამატებითი მრიცხველი უფრო დაბალი მაქსიმალური ნაკადით (Qmax) პირველი მრიცხველის დამოუკიდებლად და პარალელურად;
დ) თუ Q ≥ 5 000 (მ³/სთ), დამატებით უნდა მოეწყოს იდენტური პარამეტრების მეორე გამზომი მოწყობილობა ერთმანეთის დამოუკიდებლად და პარალელურად (ერთი აქტიური, მეორე მოლოდინის რეჟიმში).
7. ყველა აღრიცხვის კვანძს უნდა მიენიჭოს სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი).
8. აღრიცხვის კვანძის აღრიცხვიანობის ზედა ზღვარი არ უნდა იყოს მიერთების სიმძლავრეზე ნაკლები.
9. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ გაზომვის მოწყობილობაში გაიაროს მშრალმა და გასუფთავებულმა გაზმა ლამინარული (არატურბულენტური) დინებით.
10. აღრიცხვის კვანძის სწორი მონაკვეთების სიგრძეები გაზის მრიცხველამდე და მრიცხველის შემდეგ უნდა შეესაბამებოდეს გაზომვის მოწყობილობების ქარხანა-დამამზადებლის მოთხოვნებს.
11. აღრიცხვის კვანძის კარადების/სათავსოების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს გაზომვის მოწყობილობების ქარხანა დამამზადებლის მიერ მითითებულ პარამეტრებს, უზრუნველყოფდეს მათ დაცვას დაზიანების, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, ტენიანობის, მტვრისა და სხვა არასასურველი ეფექტებისგან.
12. აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ისეთი მოწყობის (დიზაინის), რომ მაქსიმალურად იყოს დაცული არასანქცირებული ჩარევისაგან.
13. აღრიცხვის კვანძი და მის შემადგენელი ნაწილები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ ბუნებრივი გაზის აღრიცხვის სისწორეზე, უნდა იყოს დალუქული.
14. გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის და გაზომვის მოწყობილობების დამიწება უნდა მოხდეს უსაფრთხო გარემოში იმგვარად რომ არ გამოიწვიოს გამზომი და საკომუნიკაციო მოწყობილობების გაუმართაობა.
15. გამზომი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ბეჭდით და ფირნიშით ყველა მონაცემით (Qmax, Qmin, Pmax, იმპულსები/მ³, ა.შ.