1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს აღრიცხვის მონაცემების დადასტურება (გადამოწმების ღონისძიებების ჩატარება), რაც გულისხმობს გაზომვის მონაცემების დაზუსტებას.

2. სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს აღრიცხვის მონაცემების დადასტურებას პრიორიტეტულობის მიხედვით. თანაბარი პრიორიტეტულობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ მონაცემების დადასტურებას, რომელზეც ბოლო 12 თვეში ფიქსირდება მოხმარების შემცირება.

3. აღრიცხვის მონაცემების სისრულისა და დიაგნოსტიკური შეტყობინების (შეტყობინება რომლის საფუძველზეც ეჭვქვეშ დგება მონაცემების სისწორე) არარსებობის დროს, გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით უნდა მოხდეს გაზომილი მონაცემების ავტომატური დადასტურება.

4. თუ გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელია გაზომვის მონაცემების ავტომატური დადასტურება, შეიძლება გამოყენებული იყოს ნახევრად ავტომატიზებული დადასტურება.

5. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც აჯამებს საანგარიშო თვის განმავლობაში თითოეული დღისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებულ გაზომვის მონაცემებს, თითოეული აღრიცხვის კვანძისთვის.

6. სისტემის ოპერატორმა მომხმარებლებს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ანგარიში ყოველთვიურად, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში ასევე უნდა მიაწოდოს ყოველდღიური გაზომვის მონაცემებ