1. ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს განახორციელოს აღრიცხვის კვანძის გეგმური და საკონტროლო შემოწმება მისი სტრუქტურული  გამართულობისა (ვიზუალურად) ან/და გაზომვის მოწყობილობების სწორად ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. შემოწმების შემდეგ უნდა შედგეს შესაბამისი შემოწმების აქტი.

2. აღრიცხვის კვანძების შემოწმება ასევე შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე.

3. აღრიცხვის კვანძის ვიზუალური შემოწმებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები:

ა) გაზომვის მოწყობილობების ვიზუალური დათვალიერება;

ბ) გაზომვის მოწყობილობების მთლიანობის შემოწმება;

გ) გაზომვის მოწყობილობების და მომჭერების ხუფზე ლუქების მთლიანობის შემოწმება;

დ) გაზომვის მოწყობილობების მიერთების სქემის შემოწმება;

ე) გაზომვის მოწყობილობების პასპორტის არსებობის შემოწმება;

ვ) აღრიცხვის ჟურნალის წარმოების შემოწმება.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს აღრიცხვის კვანძის და მათში დამონტაჟებული მოწყობილობის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება სულ მცირე შემდეგი მეთოდებით:

ა) მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობის არსებითი ცვლილებების შემოწმება სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით;

ბ) ავტომატიზებული გაზომვის შემოწმება, ავტომატიზებული გაზომვებისა და დროთა განმავლობაში გეგმიური (ვიზუალური წაკითხვით აღებული) გაზომვების მონაცემების შედარებით;

გ) გაზომვის საშუალებით გამოვლენილი დიაგნოსტიკური შეტყობინებების ანალიზი.

დ) მოცულობითი კვანძისთვის:

დ.ა) მრიცხველის გამტარუნარიანობის შემოწმება არანაკლებ 5-წუთიანი პერიოდულობით;

დ.ბ) წნევისა და ტემპერატურის მნიშვნელობების მყისიერი შემოწმება, კონტროლისა და სარეზერვო მოწყობილობების მიერ გაზომილ მნიშვნელობებთან შედარება.

ე) ხარჯმზომი კვანძისთვის:

ე.ა) წნევის, ტემპერატურისა და დიფერენციალური წნევის მყისიერი მნიშვნელობების შემოწმება და საკონტროლო და სარეზერვო მოწყობილობების მნიშვნელობებთან შედარება;

ე.ბ) სიმკვრივის მზომი მოწყობილობის მიერ გაზომილი საათობრივი ჩანაწერების შემოწმება და მისი შედარება ბოლო დღის მანძილზე სისტემაში დაფიქსირებულ მნიშვნელობებთან.

5. აღრიცხვის კვანძის გეგმური შემოწმება და გამზომი მოწყობილობების კალიბრაცია უნდა განხორციელდეს ახალი აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში მიღებისას და არსებულ აღრიცხვის კვანძებზე ისეთი ცვლილების განხორციელებისას, რომელიც ზეგავლენას მოახდენს გაზის აღრიცხვის სიზუსტეზე.

6. არსებული აღრიცხვის კვანძის გეგმური ვიზუალური შემოწმება და გამზომი მოწყობილობების კალიბრაცია უნდა განხორციელდეს წელიწადში სულ მცირე ერთხელ.

7. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული სუბიექტი, თუ ფლობს ინფორმაციას გაზომვის მოწყობილობის დაზიანების შესახებ, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ ტრანსპორტირების ლიცენზიატს.

8. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხვის კვანძის შემოწმება განახორციელოს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ მიზნით ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დაინტერესებულ მხარეებს შეატყობინოს შემოწმების ადგილი და დრო. დაინტერესებულ პირთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ტრანსპორტირების ლიცენზიატს, რომ განახორციელოს შემოწმებ