1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრით. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე.

2. კენჭისყრა ღიაა, გარდა მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს სხვა საკითხებზეც. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3-ის თანხმობით, ფარული კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმის მიცემა (ეთანხმება, ეთანხმება შენიშვნით, არ ეთანხმება), გარდა ფარული კენჭისყრის შემთხვევისა, ფიქსირდება შეთანხმების ფურცელზე ხელმოწერი