1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია.
4. დღის წესრიგით გათვალისწინებული, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, თანდართულ მასალებთან ერთად ეცნობება საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ სასამართლოს შენიშვნებსა და წინადადებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც წერილობით, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სასამართლოს წარმომადგენლის მიერ უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენები