1. ახლად არჩეული/დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან, თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.

2. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი უფლებამოსილების ვადა შეწყდება მომდევნო სამუშაო დღის 18 საათზ