1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში – იუსტიციის უმაღლესი საბჭო) შექმნილია სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, საერთო სასამართლოების საბიუჯეტო, მატერიალურ-ტექნიკური და სასამართლო ადმინისტრირების საკითხთა კოორდინირებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშ