1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მათ წარმომადგენლობებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ურთიერთობის დამყარებას და მის შემდგომ წარმართვას;

ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ამზადებს ანგარიშებს და წარადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე;

გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ეროვნული სამოქმედო გეგმების შექმნისა და იმპლემენტაციის პროცესში;

ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის პროექტების წარდგენას, მონაწილეობს ან კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების, ასევე უცხო ქვეყნების სათანადო პრაქტიკის მოძიებასა და შესწავლას;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის შემადგენლობაშია საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო.

3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა