1. კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
ა) შეიმუშავებს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს;
ბ) განიხილავს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს და შეიმუშავებს სათანადო დასკვნებს;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს მოსამართლეთა კონფერენციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე;
გ1) უზრუნველყოფს სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის განვითარების პროცესში, აგრეთვე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კონფერენციებში მოსამართლეთა ფართო ჩართულობას, მიუხედავად სასამართლოების ინსტანციურობისა და სამოქმედო ტერიტორიისა;
დ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციების ეფექტურად განსახორციელებლად ქმნის დროებით კომისიებს;
ე) ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამუშაო გეგმებს;
ე1) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიზნით შეიმუშავებს ადაპტირების სამოქმედო გეგმას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას;
ვ) შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებთანაა დაკავშირებული;
ზ) შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომელიც საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესთანაა დაკავშირებული;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
3. (ამოღებულია).
4. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სხვა მოსამართლისათვის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრებისა და დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისაგან გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
და გადაწყვეტილების მიღე