1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს საჯარო სხდომის აუდიო-, ვიდეოჩანაწერის დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შესაძლებელია განახორციელონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნის ფოტოგადაღება და ვიდეო-, აუდიოჩაწერა.
4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, აგრეთვე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია გათავსდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზ