1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კამათში და გამოთქვას მოსაზრება დღის წესრიგის ყველა საკითხზე.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ან საბჭოს წევრთა წინასწარი შეთანხმებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მოწვეულ იქნეს გარეშე პირი.
3. პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების (უფლებამოსილების შეწყვეტის), ასევე მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად სხვა სასამართლოში მოსამართლის მივლინების საკითხის გადაწყვეტისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირები