1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, წარდგინებას, წინადადებას, რეკომენდაციას და მოსამართლისადმი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კერძო სარეკომენდაციო ბარათს ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
2. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების, სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის ან პალატის) თავმჯდომარის უფლებამოსილების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან