1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ოქმის შემდგენი პირი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ოქმს ხელს აწერს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ოქმის შედგენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ავალებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეს.
3. ოქმში უნდა აისახოს, თუ ვის მიერ იქნა სხდომა მოწვეული, სხდომის მოწვევის თარიღი, დაწყების დრო და ხანგრძლივობა, სხდომის მონაწილეთა და თავმჯდომარის ვინაობა, საკითხის მომხსენებლისა და კამათში მონაწილეთა სიტყვების შინაარსი, გამოთქმული არგუმენტები, მიღებული გადაწყვეტილება და ისიც, თუ ვინ რას მისცა ხმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შესაქმნელად და კონკურსის მოსაწყობ