1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:
ა) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ – ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს, გარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის მოხელეებისა და სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარისა;
გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს;
დ) ამზადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს და სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ვ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის ანაწილებს საკურატორო სფეროებს;
ზ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განაწილებას;
თ) უზრუნველყოფს სხდომის მასალების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის დროულ მიწოდებას;
ი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
კ) ამტკიცებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შინაგანაწესს;
ლ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დოკუმენტაციის დანიშნულებისამებრ დაგზავნას;
მ) ორგანიზაციას უწევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრებს;
ნ) წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს;
ო) გამოსცემს ბრძანებას მოსამართლის შვებულების, ახალი კალენდარული წლის დაწყებამდე შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანის, შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოსამართლის შვებულებიდან გამოძახების, მოსამართლის მივლინების, აგრეთვე შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნისას მოსამართლის მიმართ სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ;
ო1) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს;
პ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს მდივნის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი, საერთო სასამართლოების დეპარტამენ