1. საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, იქმნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი (შემდგომში – მენეჯმენტის დეპარტამენტი), რომელიც წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. მენეჯმენტის დეპარტამენტის საქმიანობის წესი განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.
3. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4. მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი