თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგს ახორციელებს ეტაპობრივად:
ა) ყოველწლიური მონიტორინგი: ყოველი წლის ბოლოსთვის ადმინისტრაცია მოამზადებს განხორციელებული ქმედებებისა და ღონისძიებების ანგარიშს მენეჯმენტის გეგმის მე-6 თავში განსაზღვრულ და დაგეგმილ ქმედებებსა და ღონისძიებებთან მიმართებით. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს 3-წლიანი საოპერაციო გეგმის განხილვა-განახლების საფუძველს, რომელიც, თავის მხრივ, წლიური ბიუჯეტის განსაზღვრისა და წარდგენის საფუძველია.
ბ) მენეჯმენტის ეფექტურობის 4-წლიანი ინტერვალით მონიტორინგი: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-5 წლის ბოლოს ადმინისტრაცია განახორციელებს მენეჯმენტის გეგმის ეფექტურობის შეფასებას. ადმინისტრაცია შეძლებს, ზუსტად შეაფასოს მართვის ეფექტურობის პროგრესი და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მოახდინოს მენეჯმენტის გეგმის ქმედებების და ღონისძიებების ადაპტირება.
გ) საბოლოო შეფასება: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს ადმინისტრაცია განახორციელებს მენეჯმენტის გეგმის დეტალურ შეფასებას. ადმინისტრაცია შესაბამისი ექსპერტიზის და ორგანიზაციების ჩართულობით მოახდენს განახლებული სიტუაციური ანალიზის, მიზნებისა და ქმედებების განხილვას. განახლებული სიტუაციური ანალიზის, მიზნებისა და ქმედებების განხილვის შედეგები წარმოადგენს ახალი, მომდევნო 9-წლიანი მენეჯმენტის გეგმის შემუშავების საფუძველ