აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს შეინარჩუნოს და გააძლიეროს თუშეთის დაცული ტერიტორიების კულტურული მემკვიდრეობა – თუშური მომთაბარე მეცხვარეობა, როგორც ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ისტორიული საფუძველი.
მიზანი 15. 2030 წლისთვის, განახლებული ინფორმაცია 31-ე მუხლში წარმოდგენილი ძირითადი სოციალურ-კულტურული ღირებულების – თუშური მომთაბარე მეცხვარეობის – მდგომარეობისა და 32-ე მუხლში წარმოდგენილი კრიტიკული საფრთხეების განვითარების ტენდენციების შესახებ ხელმისაწვდომია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადაპტური მართვისთვის.
ინდიკატორი 15.1.: ყოველწლიურად ხელმისაწვდომია განახლებული ინფორმაცია თუშური ცხვრის სულადობის და მეცხვარეთა ბინების რაოდენობის შესახებ.
ინდიკატორი 15.2.: ყოველწლიურად ხელმისაწვდომია განახლებული ინფორმაცია ცხვრის ფარის მიერ საძოვრად გამოყენებული ტერიტორიების და მეცხვარეთა ბინების განლაგების შესახებ
ქმედებები
ინდიკატორი
ინდიკატორის შემოწმების საშუალება
წინაპირობა
15.1. ძირითადი სოციალურ-კულტურული ღირებულებებისა და საფრთხეების შესახებ საბაზისო ინფორმაციის რეგულარულად განახლება და სრულყოფა.
ჩატარებულია ყოველწიური შეფასება ძირითადი სოციალურ-კულტურული ღირებულებისა და საფრთხეებისთვის.
ძირითადი სოციალურ-კულტურული ღირებულებისა და საფრთხეების შეფასების ანგარიშები.
15.2. ძირითადი სოციალურ-კულტურული ღირებულების მონიტორინგის გეგმის შემუშავება და განხორციელება.
მონიტორინგის გეგმა შემუშავებულია და ხორციელდება.
მონიტორინგის გეგმის დოკუმენტი და შესაბამისი მონიტორინგის ოქმები, შესაბამისი ფოტო-ვიდეომასალა და რუკები.
დონორების მხარდაჭერა.
გარე ექსპერტების ჩართვა.
15.3. თუშეთის ეთნო-კულტურული ფასეულობების (მომთაბარე მეცხვარეობა, თუშური ცხვარი, თუშური ცხენი) აღდგენის და განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.
ეთნო-კულტურული ფასეულობების აღდგენა-განვითარების პროგრამების რაოდენობა, რომლებშიც ჩართულია ადმინისტრაცია.
განხორციელებულ პროგრამებში მონაწილეობა.
თანამშრომლობა კვლევით დაწესებულებებთან და დონორებთა