გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსებისა და სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებების დაცვას თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდითა და ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე, როგორიცაა: ადგილობრივი მოსახლეობა, ფერმერები, ბიზნესი, დაცული ტერიტორიების ვიზიტორები, მესაზღვრეები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და სხვა.
მიზანი 11. 2030 წლისთვის დაინტერესებული მხარეების ცნობიერება თუშეთის დაცული ტერიტორიების როლის, მნიშვნელობისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის შესახებ გაუმჯობესებულია 2022 წელთან შედარებით.
ინდიკატორი 11.1: 2030 წლისთვის დაინტერესებული მხარეების – მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, ფერმერები, ბიზნესი და დაცული ტერიტორიების ვიზიტორების - ჩართულობა გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კამპანიებში გაზრდილია 10-15%-ით 2022 წელთან შედარებით.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
11.1. მოკლევადიანი და გრძელვადიანი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის.
შემუშავებულია გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელო დოკუმენტი თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის
ყველა სამიზნე ჯგუფის გათვალისწინებით.
გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელო დოკუმენტი.
დონორების მხარდაჭერა.
11.2. თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითად ღირებულებებზე ეკოსაგანამანათლებლო პროგრამების მომზადება და განხორციელება ცალკეული სამიზნე ჯგუფისათვის.
მომზადებული და განხორციელებულია მინიმუმ 3 ეკოსაგანმანათლებლო პროგრამა.
ეკოსაგანმანათლებლო პროგრამები;
ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დამადასტურებელი ანგარიში.
დონორების მხარდაჭერა.
მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.
11.3. ნორჩ რეინჯერთა პროგრამის მომზადება, „ნორჩ რეინჯერთა“ ახალი ჯგუფ(ებ)ის ჩამოყალიბება.
მომზადებულია „ნორჩი რეინჯერის“ პროგრამა.
ჩამოყალიბებულია „ნორჩი რეინჯერის“ ახალი ჯგუფ(ებ)ი.
განხორციელებული აქტივობების რაოდენობა.
„ნორჩი რეინჯერის“ პროგრამა.
„ნორჩი რეინჯერის“ ჯგუფ(ებ)ის აქტივობების ამსახველი მასალები (ფოტომასალები, მონაწილეთა სიები და სხვა).
დონორების მხარდაჭერა და თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.
11.4. ეკოტურებისა და ეკობანაკების მოწყობაში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ხელის შეწყობა.
წელიწადში მინიმუმ 1 ეკოტური და 1 ეკობანაკი.
განხორციელებული ეკობანაკების და ეკოტურების რაოდენობა და
აქტივობების ამსახველი მასალები.
დონორების მხარდაჭერა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
11.5. ადგილობრივი სკოლების ეკოკლუბების მხარდაჭერა.
მონაწილეთა და ერთობლივი აქტივობების რაოდენობა (მინიმუმ 3 აქტივობა წელიწადში).
განხორციელებული ღონისძიებების ანაგარიშები და ფოტომასალა.
დონორების მხარდაჭერა და თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან თანამშრომლობა.
11.6. თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ სპეციალური ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და მოწყობა.
ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გეგმა;
ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა მოწყობილია.
გეგმის დოკუმენტი.
ინფრასტრუქტურის არსებობის დამადასტურებელი მასალები.
დონორების მხარდაჭერ