თუშეთის დაცული ტერიტორიების მართვა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების ყველა ძირითადი ღირებულების კონსერვაციას და ამავდროულად, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ბუნებრივი რესურსების მდგრად, სამართლიან და თანაბარ გამოყენებას ყველა ზონაში, სადაც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პროგრამა მიზნად ისახავს, დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები და ამავდროულად, დაარეგულიროს საძოვრებისა და ტყის მართვის საკითხები.
მიზანი 5. 2030 წლისათვის თუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ბუნებრივი რესურსები მდგრადად გამოიყენება.
ინდიკატორი 5.1.: 2030 წლისათვის საძოვრების დატვირთვა შეესაბამება დადგენილ კვოტებს და სულ მცირე არ ხდება დეგრადირებული საძოვრების ფართობისა და დეგრადაციის ხარისხის ზრდა.
ინდიკატორი 5.2.: 2030 წლისთვის არ ხდება ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შემცირება.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
5.1 ტყის ჰაბიტატების შეფასება და ტყის მართვის გეგმის შედგენა.
შეფასებულია ტყის ჰაბიტატები.
შედგენილია ტყის მართვის გეგმა.
ტყის ჰაბიტატების შეფასების დოკუმენტაცია.
ტყის მართვის გეგმა.
დონორის მხარდაჭერა.
5.2 თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ტყის მერქნული რესურსების მონიტორინგისა და მდგრადი მართვის საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება.
სულ მცირე 3-დღიანი ტრენინგი ტყის მართვის გეგმის განხორციელების შესახებ.
მონაწილეთა სიები. შეხვედრებისა და ტრენინგების ოქმები და ანგარიშები.
დონორის მხარდაჭერა.
5.3 თუშეთის ეროვნული პარკის საძოვრების მდგრადი მართვის სახელმძღვანელოში მითითებული ღონისძიებების განხორციელება.
საძოვრების მდგრადი მართვის სახელმძღვანელოში გაწერილი ღონისძიებები განხორციელებულია გრაფიკის შესაბამისად.
საიჯარო ხელშეკრულებების არსებობა, რომელშიც დადგენილია ძოვების ნორმები, პირუტყვის სიმჭიდროვე, და ა.შ. სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით.
მონაწილეთა სიები;
შეხვედრებისა და ტრენინგების ოქმები და ანგარიშები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
5.4 საძოვრების შესახებ მონაცემთა ბაზის შედგენა და რეგულარული მონიტორინგი.
ხელმისაწვდომია განახლებული მონაცემთა ბაზა საძოვრების შესახებ.
მონაცემთა ბაზა საძოვრების შესახებ;
მონიტორინგის ანგარიში.
საჭიროებისამებრ გარე ექსპერტ(ებ)ის ჩართვა. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
5.5 რეინჯერებისთვის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება საძოვრების მართვის საკითხებზე.
მინიმუმ ერთი ტრენინგი ტარდება რეგულარულად სულ მცირე 15 თანამშრომლისთვის ყოველი საოპერაციო ფაზის ციკლში.
მონაწილეთა სია. ფოტოდოკუმენტაცია.
დონორის მხარდაჭერა.
5.6 თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მუნიციპალურ ხელისუფლებასა და საბჭოსთან ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე თანამშრომლობა.
ადგილობრივი თანამშრომლობაში ჩართული მხარეების რაოდენობა.
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ოქმი ბუნებრივი რესურსების მართვის შესახებ, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
5.7 ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება და განხორციელება.
ნარჩენების მართვის გეგმა შემუშავებულია.
განხორციელებულია ნარჩენების მართვის გეგმაში გაწერილი ღონისძიებები.
ნარჩენების მართვის გეგმის დოკუმენტი.
განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში.
საჭიროებისამებრ გარე ექსპერტის ჩართვა, დამატებითი დაფინანსების მოზიდვა.
5.8 ადმინისტრაციის დაცვის განყოფილებაში საძოვრების და ტყის მართვის მიმართულებით სპეციალისტების დამატება.
ადმინისტრაციას ჰყავს დამატებით 2 ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი (საძოვრების მართვის და ტყის მართვის სპეციალიზაციით).
საშტატო ნუსხა.
დაფინანსების არსებობა.
5.9 ტრენინგი ნარჩენების მართვაზე.
ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება ტრენინგი მინიმუმ 20 თანამშრომლოსთვის.
მონაწილეთა სია. ფოტოდოკუმენტაცია.
დონორის მხარდაჭერა.
5.10 მომთაბარე მეცხვარეობასთან დაკავშირებული, საძოვრების მართვის ტრადიციული, მდგრადი სისტემების პოპულარიზაცია.
წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ხორციელდება პოპულარიზაციის ღონისძიება.
ღონისძიების რაოდენობა.
ანგარიში/გამოქვეყნებული ინფორმაცია.
დონორების დახმარება.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობ