1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ზონირება არ ხდება მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე.

2. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონირების მიზანია მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

3. თუშეთის ეროვნული პარკის თავისებურებების გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ბუნების მკაცრი დაცვის ზონა, ადმინისტრაციის ზონა, ტრადიციული გამოყენების ზონა. (ზონირება დატანილია რუკაზე დანართ 10-ში, კოორდინატები მოცემულია დანართ 11-ში).

4. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამანიპულაციური მეცნიერული კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ზონა მოიცავს ეროვნული პარკის იმ ნაწილებს, რომლებზეც ანთროპოლოგიური ზეგავლენა ძალიან უმნიშვნელო იყო. ეს ზონა წარმოადგენს ნაკლებად სახეცვლილ ეკოსისტემებს, გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა და მცენარეთა მნიშვნელოვანი ჰაბიტატების ძირითად გავრცელების არეალს;

ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს ჯიხვის, არჩვის და ტყის პრაქტიკულად ხელუხლებელ ჰაბიტატებს. ვერტიკალური სარტყლების მიხედვით, ეს ჰაბიტატები მოიცავენ, როგორც ფიჭვნარ ტყის ზონას, ისე ალპურ, სუბნივალურ და ნივალურ ზონებს. შესაბამისად, ამჟამად, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ძირითადი მიზანი თუშეთის ეროვნული პარკის საკვანძო სახეობების ჯიხვის, არჩვის, როჭოს, ირმის და ფოცხვერის პოპულაციების დაცვა/აღდგენის ხელშეწყობაა. მკაცრი დაცვის ზონა ამავე დროს უზრუნველყოფს აქ მობინადრე სხვა სახეობების კონსერვაციას, სახეობრივი მრავალფეროვნებითა და ენდემიზმით გამორჩეული ალპური და სუბნივალური მცენარეულობისა და ფლორის კომპლექსების დაცვას.

5. ადმინისტრაციის ზონა:

ა) ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ზონა მოიცავს ეროვნული პარკის იმ ნაწილებს, რომლებიც გამოიყენება ადმინისტრაციულ საქმიანობასთან, ეკოგანათლების და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.

ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ზონა მოიცავს სოფელ ომალოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც განთავსებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი, აგრეთვე, ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან და ვიზიტორთა მომსახურებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.

6. ტრადიციული გამოყენების ზონა:

ა) ტრადიციული გამოყენების ზონა – ზონა, რომელიც ეწყობა ბუნების დაცვისა და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისათვის. ზონა მოიცავს ეროვნული პარკის იმ ნაწილებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად;

ბ) თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილი ტრადიციული გამოყენების ზონის მთავარი მიზანია, ბუნების დაცვის უზრუნველყოფის პარალელურად, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილება რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპზე დაფუძნებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაშვების გზით და ტრადიციულ შინაურ ცხოველთა შენარჩუნება-აღდგენის ხელშეწყობა. ამდენად, საძოვრების მდგრადი გამოყენების მიზნით ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს როგორც ამჟამად აქტიურად გამოყენებად, ასევე პოტენციურ სათიბ-საძოვრებ