1. ადმინისტრაციის ძირითადი ბიუჯეტი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მდგრად ფინანსირებას წარმოადგენს. თუმცა, აღნიშნული ბიუჯეტი არ არის საკმარისი თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ყველა საქმიანობის განხორციელებისთვის.

2. სახელმწიფო დაფინანსებას პერიოდულად ემატება გარკვეული ფინანსური მხარდაჭრა გარე წყაროებიდან (2017-2020). (ცხრილი 5).

ცხრილი 5: ადმინისტრაციის დაფინანსება 2018-2020 წ.წ. წყარო: CNF

დაფინანსების წყარო

2018 (ლარი)

2019 (ლარი)

2020 (ლარი)

2021 (ლარი)

სახელმწიფო ბიუჯეტი

185,245

187,001

252,157

476,749.49

CNF

87,208 +4,614

158,213

247,496

104,729.33

სხვა

186,177

276,363

243,923

ჯამი

463,244

621,577

743,576

581,478.81

3. სხვადასხვა ღონისძიებებისთვის დაფინანსების მოძიება აგრეთვე ხდება თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის საშუალებით. პროექტები განხორციელდა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საძოვრებით ტრადიციული სარგებლობის აღდგენა, თემთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, ეკობანაკები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის და მოხალისეთა ჩართულობა, ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება ეკოსისტემების კონსერვაციის საკითხებში, ეროზიების ინტეგრირებული კონტროლი და ა.შ.

4. შემოსავლის დამატებითი წყარო ვიზიტორთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალია (მაგ.: ვიზიტორთა ცენტრიდან, საკემპინგე ადგილების გაქირავებიდან და ა.შ.). ამავდროულად, 2013 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ ხორციელდება სახელფასო დანამატის გაცემა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო არსებული კადრების შენარჩუნებას. თუშეთის დაცული ტერიტორიები იღებს დონორულ დახმარებას (მაგ.: GIZ, CNF, USAID ZRDA და ა.შ.), რაც მოსალოდნელია რომ მომავალშიც გაგრძელდება.

5. 2020 წლის მაისში კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ განხორციელდა საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური საჭიროებების შეფასება, რომელიც მოიცავს არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციას, ასევე თითოეული დაცული ტერიტორიის მართვისათვის საბაზისო და ოპტიმალურ ფინანსურ საჭიროებებს 2021-2026 წლების პერიოდისათვის. თუშეთის დაცული ტერიტორიებისათვის არსებული დაფინანსებაა 3,918,000 ლარი მაშინ, როდესაც საბაზისო საჭიროება 6,288,693 ლარს, ხოლო ოპტიმალური საჭიროება 9,342,370 ლარს შეადგენს. ფინანსური დეფიციტი 2021 წელს იწყება 927,709 ლარით და 2026 წლისათვის მცირდება 681,415 ლარამდე. საერთო ფინანსური დეფიციტი (2021-2026) კი შეადგენს დაახლოებით 5.42 მლნ ლარს, რაც დაახლოებით 138%-ით მეტი დაფინანსების საჭიროებას გულისხმობ