1. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა SPPA-საქართველოს მხარდაჭერით 2014 წელს შემუშავდა სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია.
2. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ორი განყოფილებაა: ადმინისტრაციული და დაცვის. ადმინისტრაციაში დასაქმებულია 34 მუდმივი და 2 შტატგარეშე თანამშრომელი (აქედან ერთის აყვანა ხდება სეზონურად: ტექნიკური თანამშრომელი თუშეთში არსებულ ვიზიტორთა და ადმინისტრაციულ ცენტრში): ადმინისტრაციის დირექტორი, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ბუღალტერი, ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი – 2, უმცროსი სპეციალისტი და დაცვის განყოფილების 28 თანამშრომელი: დაცვის განყოფილების უფროსი, ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი, უფროსი რეინჯერი – 5 და რეინჯერი – 21. უნდა აღინიშნოს, რომ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში საჭიროა 16 თანამშრომლის დამატება, აქედან თითო რეინჯერი ჩაღმისა და ჭანჭახოვანის უბნებზე, ასევე დამატებით 2 ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი – საძოვრების მართვისა და ტყის მართვის მიმართულებით. გარდა ამისა, სასურველია ქვახიდისა და ალაზნისთავის უბნების ცალკე გამოყოფა, სადაც თითოეულ უბანზე საჭირო იქნება 5 რეინჯერისა და 1 უფროსი რეინჯერის დამატება.
3. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებში შედის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ორგანიზაციული საკითხების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება.
4. დაცვის განყოფილების თანამშრომლების ძირითად ფუნქციებში შედის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა, პატრულირება და კანონაღსრულება თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში (თუშეთის ეროვნული პარკისა და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრებში), ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ადგილი აქვს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას.
5. რეინჯერები პასუხისმგებელნი არიან არა მარტო კანონაღსრულებაზე და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგზე, არამედ ჩართულები არიან ტერიტორიის დასუფთავებასა და ვიზიტორებთან ურთიერთობაში.
6. თანამშრომლებს გააჩნიათ ადმინისტრაციაში მუშაობის საშუალოდ 3-დან 5-წლამდე გამოცდილება. დაცვის განყოფილების უფროსი და რამდენიმე რეინჯერი მუშაობს დაცული ტერიტორიების დაარსების დროიდან. 2018-2020 წლებში ადმინისტრაციის თანაშრომლებს გავლილი აქვთ შემდეგი ტრენინგები: დაცული ტერიტორიების მმართველობა და მართვა, კანონაღსრულება, სახანძრო უსაფრთხოება, GPS და ფოტომახეების გამოყენება, საფეხმავლო ბილიკების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია, თუშეთში გავრცელებულ მცენარეთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სახეობები, ტურიზმი და მარკეტინგი, ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, გარემოსდაცვითი განათლება და ეფექტური კომუნიკაცია, ეკოგანათლება და ინტერპრეტაცია (ვიზიტორთა მომსახურებისა და ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებისთვის), პროექტების წერა და ფონდების მოძიება, ბუღალტერია და ფინანსების მართვა და სხვა. შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საჭიროა დამატებით სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, რომელსაც პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს.
7. 2020 წელს საკონსულტაციო კომპანია PMO Business Consulting-მა CNF-ის დაკვეთით მოამზადა საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობების შეფასების დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია ტერიტორიული ადმინისტრაციების როლის გაძლიერების საკითხი ადამიანური რესურსების მართვაში და შეიმუშავა რეკომენდაციები მათი უნარების და კომპეტენციების განვითარებაზ