1. ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებების მდგომარეობა:
თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებები განისაზღვრა მე-14 მუხლში. მდგომარეობის ატრიბუტები (მახასიათებლები) განისაზღვრა თითოეული ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებისთვის და მაქსიმალურად შეგროვდა ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ (ცხრილი 2). თუმცა, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია არ ფლობს სრულყოფილ და განახლებულ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულების მდგომარეობის შესახებ.
ცხრილი 2: თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებები და შესაბამისი ატრიბუტების არსებული მდგომარეობა
ღირებულება
მდგომარეობის ატრიბუტი
არსებული მდგომარეობა
მაღალმთის და სუბალპური ტყეები
ტყის ფართობი (ჰა)
ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, მთლიანი ტყის ფართობი შეადგენს დაახლოებით 20,200 ჰა-ს. აქედან ფოთლოვანი ტყის ფართობი თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში შეადგენს დაახლოებით 2300 ჰა-ს, ეროვნულ პარკში – 3800-ს.
ფიჭვნარი ტყის ფართობი თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში შეადგენს დაახლოებით 10327 ჰა-ს, ეროვნულ პარკში კი დაახლოებით 3700 ჰა-ს.
სტანდარტული კორომის მახასიათებლები
არ არსებობს განახლებული ტყის ინვენტარიზაციის მონაცემები.
ძირითადი სახეობების არსებობა:
ფიჭვი (Pinus kochiana);
ლიტვინოვის არყი (Betula litvinowi);
რადეს არყი (Betula raddeana).
ინფორმაცია დაფარულობის/სიხშირის შესახებ არ მოიპოვება.
ფიტო და ენტო მავნებლების და დაავადებების არსებობა
ფიჭვნარებში ფიქსირდება: ფიჭვის დიდი ლაფანჭამია (Tomicus piniperda) და ფიჭვის პატარა ლაფანჭამია (Tomicus minor Hart).
ფოთლოვნებში გავრცელებულია შემდეგი მავნებლები: არყის ცილაჭამია (Scolylus ratzeburgi), ცქვლეფია ანუ უფრთო მზომელა (Eranis defoliaria L), კუნელის თეთრულა (Aporia crataegi).
სუბალპური და ალპური მდელოები
ფართობი (ჰა)
არ არსებობს ინფორმაცია ალპური და სუბალპური მდელოების ფართობის შესახებ. არსებული მდელოებიდან 38849 ჰა წარმოადგენს საძოვრებს.
მდგომარეობა
საძოვრის ერთეულების მდგომარეობა აღწერილია საძოვრის პასპორტში (GIZ/IBiS, 2018).
საძოვრების დატვირთვა
განახლებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. დატვირთვის ნორმები, საძოვრების მიხედვით, დადგენილია საძოვრების პასპორტებში.
სარგებლობა
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს მეცხვარის 34 ბინა. ადმინისტრაციის მონაცემებით 23740 სული ცხვარი (აგრეთვე ცხენები და მრპ) თუშეთის ეროვნულ პარკის ტრადიციული გამოყენების ზონას იყენებს საძოვრად.
ძირითადი სახეობების არსებობა:
მდელოებზე მცენარეთა სახეობების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია GIZ/IBiS, 2018-ის მომზადებულ სიებში.
მაღალმთის ჭაობები
ფართობი (ჰა)
მონაცემები არ მოიპოვება.
ძირითადი სახეობების არსებობა
მოიცავს ეუტროფულ მაღალბალახოვან სახეობებს და კარბონატულ ჭარბწყლიან ჰაბიტატებს.
მდგომარეობა (მშრალი და ტენიანი)
მონაცემები არ მოიპოვება.
ბუნებრიობა (სახეცვლილი, ბუნებრივი)
მონაცემები არ მოიპოვება.
ანთროპოგენური ზემოქმედება (ძოვება, თიბვა, გადაწვა და ა.შ.)
მონაცემები არ მოიპოვება.
საფრთხის ქვეშ მყოფი ჩლიქოსნები
რიცხოვნობა:
არჩვი (Rupicapra rupicapra);
ნიამორი (Carpa aegagrus);
კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus);
აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, არჩვის რიცხოვნობა შეადგენს 116-ს, ხოლო არჩვის სიმჭიდროვე 100 ჰა-ზე – 0.97-ს (2014 წლის მონაცემები).
კვლევაზე დაფუძნებული განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.
კვლევაზე დაფუძნებული განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.
კვლევაზე დაფუძნებული განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ჯიხვის რიცხოვნობა შეადგენს 2135-ს, ხოლო სიმჭიდროვე 100 ჰა-ზე – 0.18-ს (2014 წლის მონაცემები).
კვლევაზე დაფუძნებული განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.
მტაცებლები
რიცხოვნობა
ფოცხვერი (Lynx lynx);
ჯიქი (Panthera pardus).
ფოცხვერის შესახებ კვლევაზე დაფუძნებული განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.
ჯიქის ერთი ინდივიდის დაფიქსირება მოხდა 2021 წელს ფოტოხაფანგის საშუალებით.
ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი მტაცებელი ფრინველები
მობუდარი წყვილების რაოდენობა:
მთის არწივი (Aquila chrysaetos);
ორბი (Gyps fulvus);
სვავი (Aegypius monachus);
ბატკანძერი (Gypaetus barbatus).
კვლევაზე დაფუძნებული განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.
ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი ქათმისნაირები
მობუდარი წყვილების რაოდენობა:
კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi);
კავკასიური შურთხი (Tetraogallus
caucasicus).
კვლევაზე დაფუძნებული განახლებული მონაცემები არ მოიპოვება.
ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი ჰერპეტოფაუნა
წამყვანი სახეობების რიცხოვნობა და შეხვედრიანობა
დინიკის გველგესლა (Vipera dinniki);
ლოტიევის გველგესლა (Vipera Lotievi).
არსებული მდგომარეობის შესახებ არ არსებობს ინფორმაცია.
2. ძირითადი სოციალურ-კულტურული ღირებულების მდგომარეობა
თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური ღირებულება განისაზღვრა მე-14 მუხლში (ცხრილი 3).
ცხრილი 3: თუშეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებები და შესაბამისი ატრიბუტების არსებული მდგომარეობა
ღირებულება
მდგომარეობის ატრიბუტი
არსებული მდგომარეობა
თუშური მომთაბარე მეცხვარეობა.
მომთაბარე მეცხვარეობის სისტემა;
თუშური ცხვრის გამრავლება.
34 ბინა.
23740 სული ცხვარი.
3. სხვა ღირებულებები
თუშეთის დაცული ტერიტორიების სხვა ღირებულებებს შორისაა ბერნის კონვენციის დანართებში მოცემული ის სახეობები, რომლებიც გავრცელებულია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. დამატებით, თუშეთის დაცული ტერიტორიების სხვა ღირებულებები მოიცავენ უშუალოდ ეკოსისტემურ სერვისებზე დამოკიდებულ ღირებულებებს (ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო, ტურისტული და საერთო სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებები