1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზნებია აგრეთვე:
ა) ნაკრძალში არსებული ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და დაცვა;
ბ) ნაკრძალის საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების თვითრეგულირებადი და სრულყოფილი ფუნქციონირების, მათი დღევანდელი სახის შენარჩუნება;
გ) ნაკრძალში სამეცნიერო კვლევა.
2. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.
3. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა);
ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება სამენეჯმენტო გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვებით.
4. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ეწყობა სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად მთელ მის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ერთიანი რეჟიმ