1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზანია: ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მონიტორინგის, სამეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, უნიკალური ფიჭვნარებისა (Pinus Cochiana) და არყნარების (Betula litwinowii, B. raddeana) კონსერვაცია და ამ ტყეების, როგორც იშვიათი სახეობების ჰაბიტატების, ეროზიის პრევენციის, წყლის რეჟიმის რეგულაციისა და ზვავების შემაკავებელი ფუნქციების შენარჩუნება.

2. თუშეთის ეროვნული პარკის შექმნის მიზანია ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მთის ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, მდიდარი ფლორისა და ფაუნის კონსერვაცია, ეკოტურიზმის განვითარება და რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნებ