1. თუშეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში (დანართი 1, 2). თუშეთის ეროვნული პარკისა და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ჯამური ფართობი შეადგენს 81,616 ჰა (დანართი 3).
2. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს უკავია 10,275 ჰა და მოიცავს მდინარეების: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებისა და ჭანჭახოვანის ხეობებს, კერძოდ, თუშეთის (გომეწრის) ალაზნის სათავეებს და მისი ხეობის მარჯვენა ფერდობის უმეტეს ნაწილს – დეკიანი კომპლექსებისა და სუბალპური არყნარების გავრცელების არეალებს, პირიქითის ალაზნის ქვემო დინებას, მაკრატელას ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს და მის მიმდებარე ფიჭვნარ ტყეებს, ჭანჭახოვანის ხეობის მარჯვენა ფერდობს ნახიდურის ხევის და მდინარე ხისოს წყლის შეერთების ადგილიდან ჭალას ხევის და მდინარე ხისოს წყლის შეერთების ადგილამდე. ნაკრძალი მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთის და ხისოს მიმდებარე ტყიანი მასივების ნაწილებს, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნების შეერთების ადგილიდან რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე, მდინარის მარჯვენა ფერდობებზე არსებულ ტყის მასივებს და სპეროზის ქედის ნაწილს.
3. თუშეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი შეადგენს 71,341 ჰექტარს და მოიცავს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდითი ჩრდილოეთი ქედის სამხრეთ კალთებს, მათ შორის მდებარე თუშეთის ქვაბულსა და სპეროზის ქედს. მისი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი საზღვრები ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან (შესაბამისად, ჩეჩნეთთან, ინგუშეთთან და დაღესტანთან). პარკს სამხრეთიდან ესაზღვრება კახეთი, დასავლეთიდან კი − ხევსურეთ