1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში ამჟამად არსებული 14 ნაკრძალიდან ერთ-ერთია, ხოლო თუშეთის ეროვნული პარკი – 13 ეროვნული პარკიდან ერთ-ერთი.

2. თუშეთის დაცული ტერიტორიები უშუალოდ ესაზღვრება თუშეთის დაცულ ლანდშაფტს. კახეთის რეგიონში, თუშეთის დაცული ტერიტორიების გარდა, ასევე, მდებარეობს ვაშლოვანის, ჭაჭუნას, ლაგოდეხის, მარიამჯვარის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები.

3. თუშეთის დაცულ ტერიტორიებს დასავლეთით ესაზღვრება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებ